Accentnews.ge
ბრიუსელი სირიასთან დაკავშირებით თურქეთს მიმართავს

ბრიუსელი სირიასთან დაკავშირებით თურქეთს მიმართავს

07/10/2019 15:22:17 სხვა, მსოფლიო

საფრანგეთმა და გერმანიამ თურქეთს სირიის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო ოპერაციის ჩატარებისგან თავის შეკავება სთხოვეს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სამხედრო ოპერაციამ შესაძლოა, გამოიწვიოს კონფლიქტის ესკალაცია და ახალი საიმიგრაციო კრიზისი.

გერმანიაში მიაჩნიათ, რომ თურქეთის გეგმა, რომლის მიხედვითაც სირიის ჩრდილოეთ ნაწილში უსაფრთხოების ზონა უნდა შეიქმნას, პრობლემატურია.

განცხადება გაკეთდა ევროკავშირშიც. კერძოდ, ევროკავშირში ფიქრობენ, რომ სირიაში თურქეთის მიერ დაანონსებული სამხედრო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში „სირიელი ხალხის მდგომარეობას გააუარესებს“.

ბრიუსელი მოუწოდებს ყველა მხარეს, შეწყვიტონ კონფლიქტი და დაიცვან სამოქალქო პირები. ევროკავშირი პატივისცემას გამოხატავენ თურქეთის ინტერესების მიმართ, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ სირიის კონფლიქტის ომის გზით გადაჭრა შეუძლებელია.

შეგახსენებთ, რომ თურქეთი სირიის ჩრდილოეთ ნაწილში „უსაფრთხოების ზონის“ შექმნას გეგმავს, სადაც ორ მილიონზე მეტი სირიელი ლტოლვილის დაბრუნებას აპირებს.

5 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ თურქეთმა სირიის საზღვართან სამხედრო ძალების მობილიზება მოახდინა. აშშ-მა კონფლიქტის ზონიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.  

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S