
„აჭარა ტექსტილის“ 50 თანამშრომელი ჰოსპიტალიზებულია
28/07/2022 13:24:53 საზოგადოება
„აჭარა ტექსტილის“ 50 თანამშრომელი ჰოსპიტალიზებულია
ქობულეთის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ მიქელაშვილი აცხადებს, რომ კლინიკაში 22 პაციენტი ინტოქსიკაციის ნიშნებით შეიყვანეს.
„აღენიშნებოდათ თავბრუსეხვევა, სისუსტე, ზოგს წონასწორობის დარღვევა, გილის რევა. ახლა მათი მდგომარეობა სტაბილურია. უტარდებათ სიმპტომატური მკურნალობა. რისგანაა ინტოქსიკაცია ჯერ–ჯერობით ვერ გეტყვით. მიმდინაროებს გამოკვლევები და ტოქსიკოლოგის რჩევით პაცინეტების ნაწილს დღესვე გავწერთ, ნაწილს კი დავტოვებთ“, - აცხადებს, "რადიო თავისუფლების" ცნობით, მიქელაშვილი.
მისი თქმით, პაციენტების მდგომარეობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა.
ბობოყვათის სამკერვალო ფაბრიკიდან 28 პაცინეტი ქობულეთის კლინიკა „ევექსში“ მოათავსეს, მათგან სამი – მძიმე მდგომარეობაში. დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
წინასწარი ინფორმაციით, ბობოყვათში მდებარე სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილში“ სავარაუდოდ, ბუნებრივი აირი გაიჟონა. „აჭარა ტექსტილში“ მომხდარის მოკვლევა დაიწყო შრომის ინსპექციამაც.