Accentnews.ge
აშშ-ის სენატი თეთრ სახლს რუსეთის "ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ" აღიარებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სენატი თეთრ სახლს რუსეთის "ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ" აღიარებისკენ მოუწოდებს

28/07/2022 11:09:52 მსოფლიო

აშშ-ის სენატი თეთრ სახლს რუსეთის "ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ" აღიარებისკენ მოუწოდებს, – იტყობინება The New York Times.

გამოცემის ცნობით, "სენატორები სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებენ აღიაროს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ ქვეყნად ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში მოქმედებების გამო, რომელმაც აურაცხელი რაოდენობის უდანაშაულო კაცის, ქალისა და ბავშვის სიკვდილი გამოიწვია“.

ამჟამად აშშ-ს ტეროტრიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში 4 სახელმწიფო ჰყავს შეყვანილი. ესენია: სირია, ირანი, კუბა და ჩრდილოეთ კორეა. აღნიშნულ სიაში შეყვანა ქვეყნებს შორის დიპლომატიური კომუნიკაციის თითქმის სრულად შეწყვეტასა და მათ წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას ნიშნავს.

კონგრესს "რუსეთის ტერორიზმის სპონსორ ქვეყნად" აღიარების მოთხოვნით უკრაინის პარლამენტმა მიმართა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S