
"ალტ-ინფოს" ფინანსური კრიზისი აქვს, ტელეარხი დახურვის საფრთხის წინაშეა
28/07/2022 10:12:27 საზოგადოება
ჰომოფობიური და პრორუსულად განწყობილი ჯგუფების მიერ დაფუძნებულ ტელეარხ "ალტ-ინფოს" ფინანსური კრიზისი აქვს. არხი მაუწყებლობის შეჩერების საფრთხის წინაშე დგას.
"ალტ-ინფოს" რესურსი ფაქტობრივად არ აქვს. (დახურვის) საშიშროება ყოველთვის არის, ამ ლიბერალური დიქტატურის ხელში ყველაფერია შესაძებელი. ამ წუთის მდგომარეობით, ხელფასების პრობლემა შემდეგი თვიდან პრობლემა გახდება, მაგრამ დღის ბოლოს და ხვალ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ პრობლემას გადავჭრით. პოლიტიკურ საკითხებთან ერთად გვქონდა რიგ ბიზნესმენებთან შეხვედრა, რომლებმაც მხარდაჭერა გამოუცხადეს "ალტ-ინფოს" და ვიმედოვნებ, რომ უახლოეს დღეებში მათთან და ხალხთან ერთად გამოვასწორებთ. საუბარია ქართველ ბიზნესმენებზე, რომლებიც რუსეთსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მოღვაწეობე", – აცხადებს "ალტ-ინფოსა" და "კონსერვატიული მოძრაობის" ერთ-ერთი დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია.