Bayraktar უკრაინას პოლონელების საჩუქარ უპილოტო საფრენ აპარატს უსასყიდლოდ გადასცემს
28/07/2022 09:29:47 მსოფლიო
თურქული კომპანია Baykar უკრაინას "პოლონელების საჩუქარ" უპილოტო საფრენ აპარატ "Bayraktar"-ა უსასყიდლოდ გადასცემს. პოლონეთში უპილოტო საფრენი აპარატის საყიდლად შეგროვებული თანხები კი ჰუმანიტარულ მიზნებს მოხმარდება.
ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი სლავომირ სერაკოვსკი ავრცელებს. მან გამოაქვეყნა წერილი, რომელიც კომპანიისგან მიიღო.
"ჩვენ გვინდა, ვიყოთ ამ ადამიანური სოლიდარობის ჟესტის ნაწილი... ჩვენ უკრაინელებს გადავცემთ Bayraktar TB2 "დრონს", რათა მათ მაქსიმალურად დაიცვან სამშობლო", - ნათქვამია წერილში.
პოლონეთში შეგროვებული 22,5 მილიონი ზლოტი, უკრაინულ და თურქულ მხარეებთან შეთანხმებით, უკრაინელებს მოხმარდებათ.
სერაკოვსკიმ დასძინა, რომ ვინაიდან კამპანიამ დაგეგმილზე 1,800,000 PLN-ით მეტი რაოდენობის თანხა შაგროვა, (პლუს აუქციონის შემოსავალი), ის გადაირიცხება უკრაინის შეიარაღებული ძალების ფონდის ანგარიშზე ეროვნულ ბანკში.


