Accentnews.ge
უკრაინა თურქ გულშემატკივრებს ურჩევს გამარჯვებულის მხარე დაიჭირონ

უკრაინა თურქ გულშემატკივრებს ურჩევს გამარჯვებულის მხარე დაიჭირონ

28/07/2022 08:38:33 მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი გამოეხმაურა ფეხბურთის თურქი გულშემატკივრების მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სახელის სკანდირებას სტამბოლის სტადიონზე, სადაც 27 ივლისს კიევის „დინამოს“ და სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ მატჩი გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეჰ ნიკოლენკომ განაცხადა, რომ „ფენერბაჰჩეს“ გულშემატკივრები პუტინის, ხოლო „დინამოს“ გულშემატკივრები უკრაინის შეიარაღებული ძალების სახელს სკანდირებდნენ".

„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირ პუტინზე გაიმარჯვეს, ანგარიშით 2:1“, –აცხადებს ნიკოლენკო და თურქ ფანებს ურჩევს, „გამარჯვებულის მხარე დაიჭირონ“.

კიევის „დინამო“ და სტამბოლის „ფენერბაჰჩე“ ერთმანეთის მეტოქეები იყვნენ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩში. როგორც უკრაინული მედია წერს, თურქი გულშემატკივრების ქმედებისადმი პროტესტის ნიშნად, "დინამოს" მთავარი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ შეხვედრის შემდეგ დანიშნულ ტრადიციულ პრეს–კონფერენციაზე არ მივიდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S