Accentnews.ge
ბრიტანული დაზვერვა – ხერსონის რეგიონში უკრაინის კონტრშეტევა სულ უფრო ძლიერდება

ბრიტანული დაზვერვა – ხერსონის რეგიონში უკრაინის კონტრშეტევა სულ უფრო ძლიერდება

28/07/2022 07:07:10 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ცნობით, ხერსონის რეგიონში უკრაინის კონტრშეტევა სულ უფრო ძლიერდება.

მისი ინფორმაციით, უკრანელმა სამხედროებმა შორ მანძილზე მოქმედი არტილერიის გამოყენებით მდინარე დნეპრის გადაღმა სულ მცირე, სამი ხიდი დააზიანა. აღნიშნულ ხიდებს რუსული ძალები მისი კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიების მომარაგებისთვის იყენებდა.

"რუსეთის 49-ე არმია მდინარე დნეპრის დასავლეთ ნაპირზეა განლაგებული და ახლა, ძალიან დაუცველად გამოიყურება. ასევე, ქალაქი ხერსონი ახლა პრაქტიკულად მოწყვეტილია რუსეთის მიერ სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებს. მისი დაკარგვა სერიოზულად ძირს უთხრის რუსეთის მცდელობებს, რომ ოკუპაცია წარმატებულად წარმოაჩვენოს“, - აცხადებენ დაზვერვის სამსახურში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S