
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
28/07/2022 07:04:43 საზოგადოება
საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლთან დღეს უკვე მეორე მიწისძვრა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 10:39 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიმძლავრე 4 მაგნიტუდა იყო.
ცნობისთვის: დღეს 03:48 საათზე, ამავე ტერიტორიაზე 4.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.