Accentnews.ge
"შეერთებულ შტატებთან ნებისმიერი სამხედრო კონფლიქტისთვისაც სრულ მზადყოფნაში ვართ"

"შეერთებულ შტატებთან ნებისმიერი სამხედრო კონფლიქტისთვისაც სრულ მზადყოფნაში ვართ"

28/07/2022 06:45:57 მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეის მეთაურმა კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეა „გააფრთხილა“, რომ მის არმიას გაანადგურებენ, თუ „სამხედრო ბანდიტები“ ჩრდილოეთზე თავდასხმას შეეცდებიან.

კიმ ჩენ ინის თქმით, "სრულ მზადყოფნაში" არიან აშშ-თან ნებისმიერი სამხედრო კონფლიქტისთვისაც.

სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო Yonhap იუწყება, რომ კიმ ჩენ ინი ამ განცხადებებით 27 ივლისს გამოვიდა საზავო შეთანხმების გაფორმებიდან 69-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. ამ დოკუმენტის საფუძველზე შეწყდა კორეის ნახევაკუნძულზე 1950-1953 წლებში მიმდინარე ომი. ფხენიანის რეჟიმი 27 ივლისს „გამარჯვების დღეს“ აღნიშნავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S