უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად ბლინკენს ლავროვთან სატელეფონო საუბარი სურს
28/07/2022 06:42:03 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან საუბარი სურს. ბლინკენმა ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ეს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ბლინკენისა და ლავროვის პირველი საუბარი იქნება.
მისი თქმით, ორი ძირითადი თემაა: უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი და რუსეთში დაკავებული ადამიანების შესაძლო გაცვლა.
ბლინკენმა თქვა, რომ საუბარია ამერიკელებზე პოლ უელანზე (რუსეთში ჯაშუშობისთვის მსჯავრდებული) და ბრიტნი გრინერი (კალათბურთელი, რომელსაც რუსეთში ჩასვლისას სამედიცინო მარიხუანა აღმოაჩნდა; მისი სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება).
რუსულ და ამერიკულ მედიებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ მზადაა, ამერიკელების სანაცვლოდ იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტი გაათავისუფლოს.


