Accentnews.ge
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი: "HIMARS-ის დროულმა ჩამოსვლამ უკრაინის თავდაცვითი ხაზებისა და პოზიციების შენარჩუნებას შეუწყო ხელი"

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი: "HIMARS-ის დროულმა ჩამოსვლამ უკრაინის თავდაცვითი ხაზებისა და პოზიციების შენარჩუნებას შეუწყო ხელი"

28/07/2022 06:13:42 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი ამერიკული HIMARS–ის ტიპის სარაკეტო სისტემების უკრაინისთვის დროული მიწოდების მნიშვნელობაზე საუბრობს.

მისი თქმით, HIMARS-ის საშუალებით უკრაინელი სამხედროები რუსების სამიზნეებზე ზუსტ დარტყმებს ახორციელებენ.

"HIMARS-ის დროულმა ჩამოსვლამ, რომლებსაც ზუსტი დარტყმების განხორციელება შეუძლიათ მტრის სამეთაურო პუნქტებზე, საბრძოლო მასალისა და საწვავის საცავებზე, ხელი შეუწყო უკრაინის მიერ თავდაცვითი ხაზებისა და პოზიციების შენარჩუნებას", – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.

ბრიტანული მედიის ცნობით, დასავლური შეიარაღების, მათ შორის ამერიკული წარმოების HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების წყალობით, უკრაინული ძალები ბოლო კვირების განმავლობაში სამხრეთ ხერსონის რეგიონში უფრო და უფრო მეტ ტერიტორიებს იკავებენ, რაც ამყარებს ვარაუდებს, რომ უკრაინელები დიდი ხნის წინ დაპირებულ კონტრშეტევას უახლოვდებიან.

ცნობისთვის: 22 ივლისს თეთრმა სახლმა უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადა. ახალ პაკეტში შედის: ოთხი ერთეული HIMARS-ის სარაკეტო სისტემა და დამატებითი საბრძოლო მასალა HIMARS-ისთვის, 3000 ერთეული ჯავშანტექნიკა, სათადარიგო ნაწილები და სხვა აღჭურვილობა. ასევე 580-მდე "Phoenix Ghost" ტაქტიკური უპილოტო საჰაერო სისტემა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S