
მეორე ოქრო რომში - გორ აივაზიანი 17-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონია
27/07/2022 18:48:46 საზოგადოება
საქართველოს ნაკრებმა რომში მიმდინარე 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ორი ოქროს მედლით დაასრულა. ამჯერად 17-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გორ აივაზიანი (92 კგ) გახდა. მან ფინალში გერმანელი დარიუს კიეფერი 9:0 დაამარცხა.
მანამდე ოქროს მედალი მოჭიდავე ანრი ფუტკარაძემ (71კგ)მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებს ტურნირზე გუშინ პირველი მედლები საბა სურმანიძემ (55კგ), ალექსანდრე რუსიტაშვილმა (65კგ) და ლუკა გელაშვილმა (80კგ) მოუტანეს. ისინი მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსნები გახდნენ.