Accentnews.ge
Credit Suisse-ის შვილობილ კომპანიას შესაძლოა, 607.35 მლნ დოლარის გადახდა მოუწიოს

Credit Suisse-ის შვილობილ კომპანიას შესაძლოა, 607.35 მლნ დოლარის გადახდა მოუწიოს

27/07/2022 15:03:11 მსოფლიო, ეკონომიკა, საზოგადოება

ბერმუდის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, შვეიცარული ბანკის Credit Suisse-ის შვილობილ კომპანიას CS Life-ს 42 დღის ვადაში ზარალის ასანაზღაურებლად 607.35 მლნ დოლარის გადახდა დაეკისრა, – იუწყება AP.

კომპანია PR Newswire-ს მიერ დაფინანსებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც გამოცემის ვებ–გვერდზეა გამოქვეყნებული, კომპანიების სააპელაციო სარჩელების განხილვის დასრულებამდე ეს თანხა დამოუკიდებელ ანგარიშზე განთავსდება. მოსარჩელეთა შორის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილიცაა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას წინ უსწერებდა მარტში მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც CS Life-ს აკისრებდა პასუხიმგებლობას იმისთვის, რომ ანგარიშებზე თაღლითობისა და არასწორი მენეჯმენტის თავიდან ასაცილებლად ადეკვატური ზომები არ მიიღო.

ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-თან რამდენიმე სასამართლო დავა აქვს. ერთ–ერთი დავა შეეხება შვეიცარული ბანკის დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ოპერაციების შეფერხებას, რის გამოც ივანიშვილმა ფინანსური ზიანი მიიღო.

ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-თან ერთი სასამართლო დავა უკვე მოგებული აქვს და ბანკს 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს. ბიზნესმენის დავა Credit Suisse-თან დაიწყო 2011 წელს, როცა ის კერძო საბანკო მომსახურების სფეროში მისი კლიენტი იყო. ამ პერიოდში გავრცელდა საქმის დეტალები, რომლის მიხედვით, ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავალობაში ბანკის თანამშრომელი პატრის ლესკოდრონი, იპარავდა ფულს შვეიცარული ბანკის ყველაზე კონფიდენციალური ანგარიშებიდან, რომელთა შორის იყო ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის ვიტალი მალკინის ანგარიშები. შვეიცარიის მარეგულირებელი ფირმის Finma-ს ანგარიშის თანახმად, რომელიც თებერვალში გავრცელდა, არაერთი გაფრთხილების და ასეულობით საეჭვო გარიგების შესახებ მტკიცებულების და ოთხი ოფიციალური დისციპლინარული განხილვის შემდეგ Credit Suisse-მა შესაბამისი ზომები არ მიიღო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S