Accentnews.ge
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი განმარტავს, რატომ ფერხდება საერთაშორისო საბანკო გადარიცხვები

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი განმარტავს, რატომ ფერხდება საერთაშორისო საბანკო გადარიცხვები

27/07/2022 14:51:31 ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ უცხოეთიდან საქართველოში და პირიქით ტრანზაქციების შეფერხება რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციების ფონზე კომერციული ბანკების მომეტებულ მონიტორინგს უკავშირდება. ამის შესახებ მან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

"მოგეხსენებათ, იქიდან გამომდინარე, რომ ახლა არის უპრეცედენტო სანქციები რუსეთის მიმართ, ამან ძალიან ბევრი პრობლემა შექმნა გადარიცხვებისათვის. აქედან გამომდინარე, ის საკითხები, რაზეც არის საუბარი, არის გამოწვევა მთლიანად მსოფლიოში. საქართველო არის გლობალური ფინანსური სისტემის ნაწილი, აქედან გამომდინარე, როდესაც ხდება გადარიცხვები საკორესპონდენტო ბანკების საშუალებით, მან უნდა გაიაროს გარკვეული წესები და უნდა გითხრათ, რომ ამ სიტუაციაში ამ წესების შემოწმება კიდევ უფრო რუტინულად ხდება, რადგანაც ბოლო 5-6 წლის განმავლობაში მსოფლიოში არაერთი დიდი შემთხვევა იყო ფულის გათეთრების, ამიტომაც ფრთხილობენ ბანკები, რომელთაც დაემატა უკვე სანქციებიდან გამომდინარე საკითხები", – განაცხადა გვენეტაძემ.

მისი თქმით, რუტინული შემოწმებების გახშირება დღევანდელ სიტუაციაში არის „აბსოლუტურად ბუნებრივი“:

„ამიტომ იქნა მიღებული ის გადაწყვეტილება, რაც ჩვენ მაშინვე, სანქციების გამოცხადებისთანავე გამოვაცხადეთ, – ჩვენ მოვთხოვეთ ფინანსურ სისტემას, რომ მას დაეცვა აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული სანქციები… გარდა ამისა, ორი მსხვილი ბანკი ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე და ეს ნიშნავს, რომ ისინი უკვე ავტომატურად მოექცნენ ამ რეჟიმში დიდი ბრიტანეთის რეგულატორის მხრიდან“.

მანამდე ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ გადარიცხვების შეყოვნებამ ქართული ბიზნესი მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა:

"უამრავი გადარიცხვა არის გაჭედილი ევროპული და ამერიკული ბანკების მიერ, რადგანაც საქართველოს უყურებენ ფაქტობრივად, გამადიდებელი შუშით და თან და თან მივექანებით იქით, რომ არაკეთილსაიმედო ქვეყნების რიგში შეიძლება აღმოვჩნდნეთ. კომერციული ბანკებიც მალავენ ვითარებას".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S