კობა გვენეტაძე: "ეროვნულმა ბანკმა სანქციების მონიტორინგის განყოფილება შექმნა"
27/07/2022 13:16:45 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, სებ-მა ეროვნულ ბანკში საერთაშორისო სანქციების მონიტორინგის განყოფილება შეიქმნა. ამის შესახებ მან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.
“მინდა, მოგახსენოთ, რომ 2022 წლის პირველი ივლისიდან ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში ჩვენ შევქმენით ახალი განყოფილება, რომელსაც ეწოდება სანქციების მონიტორინგის განყოფილება. დღესდღეობით, 5 ადამიანი მუშაობს ამ განყოფილებაში. ეს სამუშაოები შესაძლებელს ხდის, რომ სანქციები,რომლებიც მოქმედებს მათი გვერდის ავლა ჩვენი ფინანსური სისტემით არ მოხდეს", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
პარლამენტში გამართულ მოსმენაზე სებ-ის პრეზიდენტმა "ვითიბი ბანკის" შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის მოქმედებების შედეგად სანქცირებული ბანკის მიმართ სწრაფი ნაბიჯები იქნა გადადგმული.


