Accentnews.ge
"რუსეთიდან გზავნილების ზრდას ერთჯერად მოვლენად განვიხილავთ"

"რუსეთიდან გზავნილების ზრდას ერთჯერად მოვლენად განვიხილავთ"

27/07/2022 14:41:27 ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ რუსეთიდან გაზრდილ ფულად გზავნილებს ეროვნული ბანკი "ერთჯერად მოვლენად" განიხილავს. ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

„რას შეეხება რუსეთიდან შემოსულ ფულს - არის ბევრი მოვლენა, რომლის პროგნოზირება შეუძლებელია. უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყებისას ფულადი გადმორიცხვებისა და ექსპორტის შემცირების მოლოდინი გვქონდა, მაგრამ პირიქით მოხდა. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რაოდენ მაღალია არაპროგნოზირებადობის დონე. ამას ვერანაირად ვერ გავთვლიდით და ვერ გავითვალისწინებდით. ჩვენ პირიქით ვითვალისწინებდით. იმის თქმა, რა იქნება, რთულია. ეს [ფულადი გზავნილები] არის ფული, რომელსაც იქ მცხოვრები ქართველები რიცხავენ, ან იმ მოქალაქეების, რომლებიც საქართველოში გარკვეული პერიოდით გადმოვიდნენ, რამდენი ხანი დარჩებიან ისინი აქ, ან ქართველმა რომელიც ეს თანხა გადმორიცხა აქ იქნება და თუ სხვაგან წავა, რთული სათქმელია. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიდგომაა, რომ ჩავთვალოთ ეს ერთჯერად შემოსავლად და ეს უფრო დაცულ მხარეს გვამყოფებს. ჩვენ თუ ჩავთვლით, რომ ეს მუდმივად ასე გაგრძელდება, მაშინ პოლიტიკაც შეიცვლება. მაგალითად, მაისში თუ მეტი გადმორიცხვები იყო რუსეთიდან, ივნისში ცოტა შემცირდა. ამასთან დაკავშირებით, მიდგომა ფრთხილია, რადგან ჩვენ ამას განვიხილავთ როგორც დროებით მოვლენას. რა თქმა უნდა, ამან გავლენა მოახდინა გაცვლით კურსზეც, ეკონომიკურ აქტივობაზეც, მაგრამ მიდგომა იქნება ფრთხილი“, - განაცხადა გვენეტაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S