Accentnews.ge
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი: „არ ვფიქრობ, რომ მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა მდგრადი იქნება“

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი: „არ ვფიქრობ, რომ მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა მდგრადი იქნება“

27/07/2022 13:35:51 ეკონომიკა

„მე არ ვფიქრობ, რომ მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა მდგრადი იქნება“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდოამზე განაცხადა.

კობა გვენეტაძემ განმარტა, რატომ არ შეიძლება, არსებული ეკონომიკური ზრდა მდგრადად ჩაითვალოს.

„როდესაც ეკონომიკური ზრდა პროდუქტიულობის გაუმჯობესებითა და ინვესტიციებით არის განპირობებული, ამ დროს ვამბობთ, რომ ფაქტობრივი ზრდა პოტენციური ზრდის შესაბამისია და პანდემიამდე ასე იყო. წელს უფრო სწრაფად ვიზრდებით, ვიდრე პოტენციური ზრდა არის, ამიტომ შარშანდელი 10.4%-იანი ზრდა, რაც გვქონდა და წელსაც მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება, არ ვფიქრობ, რომ მდგრადი იქნება, რადგან ეს პოტენციურ ზრდაზე უფრო მაღალია“, - განაცხადა გვენეტაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S