Accentnews.ge
თურქეთისა და აშშ–ის თავდაცვის მინისტრებმა, მათ შორის, F-16-ების მიწოდებაზე ისაუბრეს

თურქეთისა და აშშ–ის თავდაცვის მინისტრებმა, მათ შორის, F-16-ების მიწოდებაზე ისაუბრეს

27/07/2022 12:23:31 მსოფლიო

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ჯეიმს ოსტინს ტელეფონით ესაუბრა,– იუწყება თურქული მედიასაშუალება ქვეყნის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით.

ამავე წყაროს ცნობით, სატელეფონო საუბრისას აკარმა და ოსტინმა გაცვალეს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია და მოსაზრებები. კერძოდ – უკრაინიდან მარცვლეულის მიწოდებაზე, ტერორიზმთან ბრძოლაზე, თურქეთ-საბერძნეთის ურთიერთობებსა და აშშ–ის მიერ თურქეთისთვის F-16-ების მიწოდებაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S