უკრაინა – უკრაინელი სამხედროები მიკოლაივში კონტრშეტევისთვის ემზადებიან
27/07/2022 12:00:40 მსოფლიო
მიკოლაივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვიტალი კიმის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ქალაქ მიკოლაივში კონტრშეტევისთვის ემზადებიან.
მისი თქმით, რუსი ოკუპანტები უკრაინელი სამხედროების შეკავებას ცდილობენ და სამოქალაქო ობიექტებს თავს ესხმიან.
"რეგიონში ვითარება კონტროლს ექვემდებარება. უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევისთვის ემზადებიან", - განაცხადა მიკოლაივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.


