ლიეტუვამ პატრიარქ კირილს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
27/07/2022 10:46:33 მსოფლიო
ლიეტუვამ რუსეთის პატრიარქ კირილს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.
მანამდე, პატრიარქ კირილს სანქციები, მათ შორის კანადამ და ბრიტანეთმა დაუწესეს.
რუსეთის პატრიარქი უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდაჭერის გამო არაერთმა სასულიერო პირმა, მათ შორის რომის პაპმა და მსოფლიო პატრიარქმა გააკრიტიკეს.


