Accentnews.ge
ირანი რუსეთს თვითმფრინავების ნაწილებსა და აღჭურვილობას მიაწვდის

ირანი რუსეთს თვითმფრინავების ნაწილებსა და აღჭურვილობას მიაწვდის

27/07/2022 09:31:48 მსოფლიო

ირანი თავის ტერიტორიაზე წარმოებული თვითმფრინავებისა და აღჭურვილობის სათადარიგო ნაწილებს რუსეთში გაიტანს, – იუწყება ირანული სახელმწიფო მედია.

მისი ცნობით, რუსეთსა და ირანს შორის ასევე მიღწეულ იქნა შეთანხმება ირანის სარემონტო ცენტრების მიერ რუსული გემებისთვის სარემონტო-ტექნიკური მომსახურებისა და ტექნიკური დახმარების გაწევის შესახებ.

"26 ივლისს თეირანში გამართულ მოლაპარაკებებზე მოჰამად მოჰამადი-ბახშმა და რუსეთის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვეს საჰაერო გადაზიდვების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების აუცილებლობას, მიღწეულ იქნა შეთანხმება ორ სახელმწიფოს შორის სამგზავრო ფრენების რაოდენობის კვირაში 35-მდე გაზრდის შესახებ", – იტყობინება ირანული სახელმწიფო მედია.

19 ივლისს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ირანში ჩავიდა საზღვარგარეთ (ყოფილი სსრკ ქვეყნების გარეთ) პირველი ვიზიტით მას შემდეგ, რაც მის ბრძანებით რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.

მიმდინარე თვის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ირანი რუსეთისთვის "დაჩქარებულ ვადებში" ასობით საბრძოლო თვითმფრინავის მიყიდვისთვის ემზადებოდა. თეირანმა აშშ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S