მედია – ბორის ჯონსონი შესაძლოა, ნატო-ს გენერალური მდივანი გახდეს
27/07/2022 08:29:59 მსოფლიო
ბორის ჯონსონი, რომელიც ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრის თანამდებობას ოფიციალურად სექტემბერში დატოვებს, შესაძლოა, ნატო-ს გენერალური მდივანი გახდეს, – იუწყება The Telegraph.
გამოცემის ცნობით, ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის მაღალჩინოსნებმა მხარი დაუჭირეს ბორის ჯონსონის კანდიდატურას ალიანსის მომავალი გენერალური მდივნის "პოსტზე".
"ბრიტანელ კანდიდატს ამ თანამდებობაზე უპირატესობა ენიჭება აშშ-ის უნდობლობის გამო ევროკავშირის ნებისმიერი ფიგურის მიმართ, რომელიც დაიკავებდა პოსტს, ევროკავშირის ახალი არმიის გეგმების გათვალისწინებით. ბრიტანეთში ასევე გამოითქვა ეჭვი რომ ჯონსონის კანდიდატურას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ვეტოს დაადებს", – წერს გამოცემა.
ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობა ვაკანტური 2003 წლის სექტემბერში იქნება.


