Accentnews.ge
რა მიზნით სტუმრობს ლავროვი აფრიკულ ქვეყნებს – ბრიტანული დაზვერვის ანგარიში

რა მიზნით სტუმრობს ლავროვი აფრიკულ ქვეყნებს – ბრიტანული დაზვერვის ანგარიში

27/07/2022 07:40:14 მსოფლიო

ბრიტანულმა დაზვერვამ 27 ივლისის ანგარიშში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აფრიკულ ქვეყნებში ვიზიტის მიზნები განმარტა. ამჟამად სერგეი ლავროვი ვიზიტს ახორციელებს ეგვიპტეში, ეთიოპიაში, უგანდასა და კონგოს რესპუბლიკაში.

ბრიტანული დაზვერვის ანალიზის მიხედვით, რუსეთი, მაღალი ალბათობის, შეეცდება, საერთაორისო სასურსათო კრიზისში დასავლეთის დასადანაშაულებლად და აფრიკული სახელმწიფოების მხარდაჭერი მოსაპოვებლად გამოიყენოს, რომლებიც ნეიტრალურები დარჩნენ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფაქტის მიმართ.

ანგარიშის მიხედვით, 2014 წლიდან რუსეთი მნიშვნელოვან ძალისხმევას დებს აფრიკაში გავლენის უზრუნველსაყოფად, სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ჯგუფი ხშირად გამოიყენება, როგორც რეგიონში გავლენის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად:

"სავარაუდოდ, რუსეთი, უპირველესად, ურთიერთქმედებაში იქნება აფრიკასთან, რადგან თვლის, რომ ეს „უდიდესი სახელმწიფოს“ იდენტობას განამტკიცებს, რაც მას ასე სურს. მისი მეორეხარისხოვანი მიზნები სავარაუდოდ, იქნება სასაქონლო დათმობების უზრუნველყოფა და აფრიკის სახელმწიფოების დარწმუნება, რომ საერთაშორისო ფორუმებზე ხმა რუსეთის ინტერესების შესაბამისად მისცენ“.

ბრიტანული დაზვერვა ყოველდღიურ ანგარიშში ასევე შეეხო აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ბრძოლებს და აღნიშნავს, რომ რუსულმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ სავარაუდოდ, მოახერხა ტაქტიკური შეტევის განხორციელება დონბასში უგლეგორსკაიას ჰიდროელექტროსადგურის მიდამოში და სოფელ ნოვოლუგანსკოესთან. უკრაინული ძალების ნაწილი სავარაუდოდ, უკვე გავიდა ტერიტორიიდან.

იხილეთ ასევე: უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი – რაზე შეთანხმდნენ მხარეები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S