უკრაინა – ხერსონის ოლქის 2 სოფელი რუსი ოკუპანტებისგან გავათავისუფლეთ
27/07/2022 06:30:15 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტებისგან ხერსონის ოლქის სოფლები – ანდრეევკა და ლოზოვოე გაათავისუფლეს.
სარდლობის ცნობით, უკრაინულმა ავიაციამ მტერს ოთხი დარტყმა მიაყენა თვითმფრინავების, ბომბდამშენების და ვერტმფრენების გამოყენებით.
"მტრის დადასტურებული დანაკარგებია: 89 რუსი დამპყრობელი, T-62 ტანკი, თვითმავალი ჰაუბიცები, ნაღმმტყორცნების სისტემა, ორი ჯავშანტექნიკა და ექვსი მანქანა, ასევე ბელოგოროვკაში განადგურდა მტრის საბრძოლო მასალის საცავი", – აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობაში.


