
როგორ მიჰყავთ უკრაინის წინააღმდეგ საომრად პატიმრები
26/07/2022 19:54:16 მსოფლიო
რუსული გამოცემის "Важные истории" ცნობით, დონბასში მოკლეს მინიმუმ, სამი პატიმარი, რომლებიც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მიერ იყო გადაბირებული. ყველა მათგანი მანამდე სასჯელს პეტერბურგის კოლონიაში.
დაღუპულების შესახებ ინფორმაცია მიიღო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ "Русь сидящая". მათ ციხიდან შეძლეს ინფორმაციის მიღება, რომ ნამდვილად არის სამი პატიმარი დაღუპული და ერთ–ერთის დედას ციხის დირექტორმა აცნობა, რომ მისი შვილმა თავი აიფეთქა, რათა ტყვედ არ ჩავარდნილიყო.
როგორც ორგანიზაციის დამფუძნებელმა ოლგა რომანოვა აცხადებს, მისმა ორგანიზაციამ ასევე შეიტყო სულ მცირე ორი დაჭრილი პატიმრის შესახებ, რომლებიც ამჟამად ლუგანსკის ერთ–ერთ საავადმყოფოში არიან მოთავსებულები არა საკუთარი, არამედ მეტსახელებით:
„ერთ-ერთი მათგანის დოკუმენტები ვნახეთ. ჩვენ ვიცით მისი სახელი და გვარი, თუმცა დოკუმენტებში მეტსახელია მითიებული. ეს მნიშვნელოვანი გარემოებაა, რადგან მათი ნათესავები ფულს ვერ მიიღებენ – ისინი ვერ დაამტკიცებენ მეტსახელის პირობებში ნათესავურ კავშირს“.
მისივე ინფორმაციით, ლენინგრადის რეგიონიდან პატიმართა გაწვევა დაიწყო ივნისის ბოლოს:
„ეს იყო პირველი რეგიონი, საიდანაც დაიწყო გადაბირება. რეალურად პირველი დაღუპულები იყვნენ იაბლონევკადან, ობუხოვოდან და ფორნოსოვოდან. ეს პირველი გაწვევა იყო. ისინი ორი-სამი დღე იბრძვიან. იქიდან დაახლოებით, 400 ადამიანი. გაწვევა მიმდინარეობს ყველგან ურალის ჩათვლით. ჩვენ არაფერი ვიცით ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის შესახებ. იქიდან არანაირი მტკიცებულება არ მიგვიღია. მაგრამ ურალამდე - ყველა რეგიონი ჩართულია: კომი და არხანგელსკის რეგიონი, ნოვგოროდი, ნიჟნი ნოვგოროდი, მორდოვია, ვლადიმირის რეგიონი, ადიღეა, რიაზანი...
მაგალითად, დღეს ცნობილი გახდა, რომ რიაზანის რეგიონის ერთ-ერთ ზონაში 1300 პატიმრიდან 300–ის გადაბირება მოახდინეს. ეს 20%-ზე მეტია და ვსაუბრობ მხოლოდ ერთ საპატიმრო დაწესებულებაზე“.
როგორც უფლებადამცველი აღნიშნავს, პატიმართა უკრაინაში საომრად გაშვება არანაირად არ არის სამართლებრივად მოწესრიგებული:
„ამ დღეების განმავლობაში იურისტებთან ვტრიალებდით, რომ გაგვერკვია, როგორ შეიძლება ამ პროცესის იურიდიულად გაფორმება. შესაძლოა, ვადაზე ადრე ათავისუფლებენ? იქნებ შეწყალებაა? ან შესაძლოა, დასახლებულ კოლონიაში გაგზავნეს ახალი კანონით, რომელიც ჯერ არ შესულა ძალაში? – ირკვევა, რომ არა. ამდენად, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ისინი ომობდნენ. ცხადია, მათ აცდუნებენ ფულით, ამნისტიის შესახებ დაპირებებით. პატიმრები ამბობენ, რომ მათ პრიგოჟინმა [ვაგნერის ხელმძღვანელი, პუტინთან დაახლოებული პირი] უთხრა, მას შემდეგ, რაც 6 თვის განმავლობაში იომებენ, პირადად შეუტანს პრეზიდენტს შეწყალების შესახებ განცხადებას, რომ მათ შეიწყალებენ და მოუხსნიან ნასამართლევობას“.
იხილეთ ასევე: „ყველაფერზე წავლენ, მხოლოდ წოდება აინტერესებთ!“ – რატომ გარბიან სამხედროები რუსული ჯარიდან