Accentnews.ge
პელოსის ​ტაივანში ვიზიტის შემთხვევაში, ჩინეთი „ძალისმიერი ზომებით“ იმუქრება – CNN

პელოსის ​ტაივანში ვიზიტის შემთხვევაში, ჩინეთი „ძალისმიერი ზომებით“ იმუქრება – CNN

26/07/2022 18:52:20 მსოფლიო

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ​ტაივანში ვიზიტის შემთხვევაში, ჩინეთი „მტკიცე და ძალისმიერი ზომების“ მიღებით იმუქრება,– იუწყება CNN.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ამერიკელი სამხედროები ფიქრობენ, რომ პელოსის ტაივანში ვიზიტი „ახლა არ არის კარგი იდეა“, თავად პელოსი მიიჩნევს, რომ ტაივანისადმი მხარდაჭერის გამოხატვა მნიშვნელოვანია, მაგრამ უარი თქვა მოგზაურობის რაიმე გეგმის განხილვაზე უსაფრთხოების მოტივით.

ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ ჩინეთს შეუძლია, შეეცადოს არასაფრენი ზონის გამოცხადებას ტაივანზე, რათა შეაჩეროს შესაძლო მოგზაურობა.

„ჩინეთი უპრეცედენტო საპასუხო ზომებით უპასუხებს – ყველაზე ძლიერით, რაც მან ოდესმე მიიღო ტაივანის სრუტის კრიზისის შემდეგ. პელოსი ვიზიტს თუ განახორციელებს, აშშ აუცილებლად მოემზადება სამხედრო პასუხის გასაცემად ჩინეთის შესაძლო სამხედრო პასუხზე. ჩინეთსა და აშშ-ს შორის სიტუაცია ძალიან დაძაბული იქნება“, – განაცხადა ჩინეთის რენმინის უნივერსიტეტის პროფესორმა ში ინჰონმა.

***

ტაივანი დღეს ფართოდ არაღიარებული ქვეყანაა, რომელსაც პეკინი თავის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. ჩინეთის პრეზიდენტმა პარტიის მე-19 ეროვნულ კონგრესზე განაცხადა: "ჩვენ გვაქვს მტკიცე ნება, სრული თავდაჯერებულობა და საკმარისი შესაძლებლობა, რომ დავამარცხოთ ტაივანის დამოუკიდებლობის სეცესიის შეთქმულება. ჩვენ არცერთ პირს, ორგანიზაციას, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, არცერთ დროს, არანაირი ფორმით მივცემთ უფლებას, რომ ჩინეთისგან ჩინეთის ტერიტორიის ნებისმიერი ნაწილი გამოყოს".

დღეს ტაივანს ჰყავს თავისი მთავრობა, აქვს კონსტიტუცია, დროშა, ჰიმნი, არმია, საჰაერო და საზღვაო ძალები. ტაივანში პირდაპირი არჩევით ხელისუფლება მშვიდობიანად სამჯერ შეიცვალა. დღეს ტაივანში აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, თავისუფალი მედია, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა არსებობს. ყველაფერთან ერთად, ტაივანი ეკონომიკურად, ტექნოლოგიურად განვითარებულია.

ჩინეთმა ბოლო პერიოდში ტაივანზე გაზარდა წნეხი. ტაივანი ერთ წელზე მეტია, ჩინეთის მხრიდან საჰაერო საზღვრის დარღვევის განმეორებით შემთხვევებზე ლაპარაკობს და მას ტაივანის სამხედრო ძალების დათრგუნვის მცდელობად განიხილავს, თავად ჩინეთი კი მას წვრთნებს უწოდებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S