Accentnews.ge
აშშ-ის სამხედრო ძალებმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებიდან გასვლა დაიწყეს

აშშ-ის სამხედრო ძალებმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებიდან გასვლა დაიწყეს

07/10/2019 11:00:33 სხვა, მსოფლიო

აშშ-ის სამხედრო ძალებმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებიდან გასვლა დაიწყეს, – იუწყება "Reuters". 

მისივე ცნობით, ამერიკელმა სამხედროებმა უკვე დატოვეს ორი სადამკვირვებლო პუნქტი თელ აბიადსა და რას ალ აინში. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიაც. „ამერიკულმა სამხედრო ძალებმა დატოვეს თურქეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორია“, - იუწყება ქურთების ლიდერობით მოქმედი სირიის დემოკრატიული (SDF) ძალების ხელმძღვანელობა.

თურქეთმა რამდენიმე თვის წინ დაიმუქრა, რომ დაიწყებს სამხედრო ოპერაციას ჩრდილოეთ სირიაში, სადაც ანკარას „უსაფრთხოების ზონის“ შექმნა სურს. 

ცნობისთვის: 6 ოქტომბერს დონალდ ტრამპსა და რეჯეპ ტაიპ ერდოანს შორის სატელეფონო საუბარი. ამ საუბრის შემდეგ მალევე, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ არ აპირებს, „ან დაეხმაროს, ან მონაწილეობა მიიღოს თურქეთის გრძელვადიანი სამხედრო გეგმის რეალიზებაში“ ჩრდილოეთ სირიაში, მაგრამ ამერიკელი სამხედროები დატოვებენ სამხედრო ოპერაციის მიმდებარე ტერიტორიას. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S