
”ამ ჯერზე დაგინდობ საჯაროდ"– დეპუტატი სამოქალაქო აქტივისტს მიმართავს
26/07/2022 14:12:03 საზოგადოება
”სახლში არ უთქვამთ შენთვის, რომ “ჩამომხრჩვალის ოჯახში თოკზე არ საუბრობენ ?!” [...] ამ ჯერზე დაგინდობ” – ასე მიმართავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია სამოქალაქო აქტივისტს ზუკა ბერძენიშვილს სოციალურ ქსელში.
მათ შორის დავა სოციალურ ქსელში ბექა ოდიშარიას მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ ტექსტს მოჰყვა, რომელშიც ჟურნალისტებს მოიხსენიებდა არაეთიკურად:
„[...]მართლა რად უღირთ ამ ახალგაზრდა აქტივისტ ჟურნალისტებს ასეთი ბინძური დავალებების შესრულება?!
აქაური მაძუნგალების დიქტატი არ გაკლდათ, ახლა კიდევ უჯიშო “პატრიოტების” ნარატივს, რომ არ აჰყვეთ?! [...]
ბექა ოდიშარიას სტატუსის ქვეშ ზუკა ბერძენიშვილმა შემდეგი შინაარსის კომენტარი დაწერა:
”ვის ამ ქვეყანაში ცხოვრებაზე და ბინძურ დავალებებზე ლაპარაკობ შე პუტინის შნირის შნირო, მაგ აღვირახსნილმა “ჩემი შენ გითხარიო” სტრატეგიამ სად მიიყვანა ბოლოს გებელსი ისიც კარგად გაიკითხე ერთი უსინდისო ნაძირალავ შენ! შენი ბუჩაში სამარცხვინო ჭუჭყუნის მერე საერთოდ როგორ ახსენებ უკრაინას და უკრაინელებს შე მართლა უჯიშო მონა ცოტა გამოგიბერტყოს ვინმემ ეგ იმბეცილი თავი ჩვენ შევწუხდით შენი ყურებით!!!!!!!!!!!!!!!! #დეოლიგარქიზაციაგარდაუვალია”.
რასაც მოჰყვა ოდიშარიას პასუხი: ”Zuka Berdzenishvili ყველაფერი ეროვნულის მოძულე ჭერქვეშ გაზრდილი ღლაპისგან რა უნდა გეწყინოს კაცს… ისე სახლში არ უთქვამთ შენთვის, რომ “ჩამომხრჩვალის ოჯახში თოკზე არ საუბრობენ ?!” როდესაც კგბ-ზეა საუბარი, მაშინ მაინც დამუწე ეგ პირი, კბილები სწორად გამოიყენე და დააჭირე ენას! მესმის რომ დიდი ხანია ენაზე კბილი არ დაგიჭერია და ძირითადად არამიზნობრივად იყენებ არტიკულაციურ აპარატს! ცოტა მორიდება იქონიე! და კიდევ ერთხელ გიმეორებ: სახლში იკითხე, გიღირს თუ არა კგბ-ზე ლაპარაკი შენ ჩემნაირ ადამიანთან და რას მოგცემთ ?! ამ ჯერზე დაგინდობ საჯაროდ….”.
შემდეგ კი, როგორც ირკვევა, პოლიტიკოსმა აქტივისტს პირადი შეტყობინებაც გაუგზავნა საკონტაქტო ნომერთან დაკავშირებით, რომლის “სქრინსაც” ბერძენიშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.