Accentnews.ge
გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა

გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა

26/07/2022 13:40:02 მსოფლიო

გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა.

შეზღუდვები ამჯერად შეეხო ბრიტანეთში მოქმედ ბიზნესმენებს: სარვარ (საფეხბურთო კლუბ „ევერტონის“ ყოფილი დირექტორი) და სანჯარ ისმაილოვებს, რომელთა ბიძა კრემლთან დაახლოებული რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვია.

ამასთან, სანქცირებულთა სიაშია მოხვდნენ რუსეთის მიერ "დამოუკიდებელ სახელმწიფოდ" აღიარებულ დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ვიტალი ხოცენკო, ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პირველ მოადგილე ვლადისლავ კუზნეცოვი.

„ჩვენ არ ვუყურებთ მშვიდად კრემლის მიერ დანიშნული აქტორები როგორ თრგუნავენ უკრაინელ ხალხს ან საკუთარი ხალხის თავისუფლებებს. ჩვენ გავაგრძელებთ მკაცრი სანქციების დაწესებას მათთვის, ვინც ცდილობს პუტინის უკანონო შეჭრის ლეგიტიმაციას, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს“, – განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 9 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S