5 აგვისტოს ერდოღანი პუტინს სოჭში შეხვდება
26/07/2022 13:31:28 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 5 აგვისტოს სოჭს ერთდღიანი ვიზიტით ეწვევა, – იუწყება Reuters თურქეთის პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება.
ვიზიტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.


