Accentnews.ge
კალაძე: "მეტროს სადგური "გოცირიძე" მგზავრებს სექტემბრიდან მოემსახურება"

კალაძე: "მეტროს სადგური "გოცირიძე" მგზავრებს სექტემბრიდან მოემსახურება"

26/07/2022 11:56:39 საზოგადოება

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, მეტროს სადგური "გოცირიძე" მგზავრებს სექტემბრიდან მოემსახურება.

"ზოგადად მეტროს სადგურების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით არსებობს პრობლემები იმიტომ რომ, სამწუხაროდ, საქართველოში არ არის კომპანიები ვინც ამ სამუშაოებს შეასრულებს და მეორე, არანაირი სურვილი არ აქვს კომუნიკაციებს, ჩაერთონ ამ სამუშაოებში იმიტომ, რომ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ის მძიმე ფაქტი, რაც მოხდა ვარკეთილის მეტროსთან დაკავშირებით, გახსოვთ, როდესაც ჭერი ჩამოინგრა, ამ ფაქტის შემდეგ არ ვიცი, კომპანიებს ეშინიათ თუ რა არის მიზეზი, არანაირი სურვილი არ აქვთ სამუშაოებში მიიღონ მონაწილეობა, ტენდერში მიიღონ მონაწილეობა. მეტროს სადგური "გოცირიძე" ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. კი, დავიწყეთ სამუშაოები და სხვა რეალობა აღმოჩნდა. თვითონ ბაქანი რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა და საჭირო იყო ახალი ბაქნის გაკეთება, ამან გარკვეული დრო წაიღო. ეს მართლაც რეალობა არის. თუმცა სამუშაოები ახლა აგვისტოს დასაწყისში უნდა დასრულებულიყო და კომპანიამ მოითხოვა აგვისტოს ბოლომდე ვადის გადაწევა და რა თქმა უნდა, რადგან სამუშაოები ბოლოსკენ არის გასული, რა თქმა უნდა, ვემხრობით ამას და აგვისტოს ბოლოს სადგური გაიხსნება და სექტემბრიდან ის უკვე მგზავრებს მოემსახურება", - ამბობს კალაძე.

მეტროს სადგურ "გოცირიძის" გახსნას, რომელიც რეაბილიტაციის დაწყებიდან სამ თვეში უნდა დასრულებულიყო, თბილისელები ორი წელია, ელოდებიან. საკრებულოს წევრის ანა გოგოლაძის ინფორმაციით, სადგურმა ამ ორი წლის განმავლობაში გამოიცვალა რამდენიმე ტენდერი და კონტრაქტორი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S