კალიფორნიაში ტყის ხანძრებს ებრძვიან, ევაკუირებულია ათასობით ადამიანი
26/07/2022 11:02:52 მსოფლიო
აშშ-ში კალიფორნიის შტატში ტყის ხანძრებს ებრძვიან. მესამე დღეა, მარიპოზას ოლქში, იოსემიტის ეროვნული პარკის მახლობლად ცეცხლის ჩაქრობას უშედეგოდ ცდილობენ.
მარიპოზას ოლქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ევაკუირებულია 3000-ზე მეტი ადამიანი.

ხანძარმა 14 000 ჰექტარზე მეტი ფართობი უკვე გაანადგურა, ამ დროისათვის ცეცხლის ჩაქრობას 3 000-ზე მეტი მეხანძრე და ათობით ვერტმფრენი ცდილობს.
მსხვერპლის შესახებ ცნ.ობები ამ დროისთვის არ ვრცელდება
სპეციალისტები ტყის ხანძრების მიზეზად გლობალურ დათბობას ასახელებენ.


