"პუტინთან დასავლეთის ამჟამინდელი მიდგომა არ არის ისეთი, როგორიც პოლიტიკოსებს შეეფერება"
26/07/2022 10:14:27 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, "რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დასავლეთის ამჟამინდელი მიდგომა არ არის ისეთი, როგორიც პოლიტიკოსებს შეეფერება".
მისი თქმით, ანკარას რუსეთ–უკრაინასთან მეგობრული ურთიერთობები აქვს.
"ახლა ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან როლს ვთამაშობთ პუტინ-ზელენსკის საქმეში. ჩვენ აქ მტრად არავის ვუყურებთ. ჩვენ ვუყურებთ მათ, როგორც მეგობრებს და ამ გზით ჩვენს შეხედულებას ორივე მხარის ჭეშმარიტად გულწრფელი მიდგომა მოაქვს. მეტიც, როგორც მოგეხსენებათ ბატონ პუტინთან დაკავშირებით დასავლეთის მიდგომა ამ დროისთვის, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ არის მიდგომა, რომელიც შეეფერება პოლიტიკოსებს. თუ შენ მას ასე შეხედავ, როგორ შემოგხედავს თავად პუტინი? ომის შედეგად შექმნილი ახალი რეალობის მიუხედავად, ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებში მნიშვნელოვან საკითხებს ადვილად გავუმკლავდით. რა თქმა უნდა, არის უთანხმოება ომის შედეგად შექმნილ ნეგატიურ პირობებსა და ჩვენს შორის არსებულ ზოგიერთ საკითხზე. თუმცა ჩვენ არ ვიზიარებთ მსოფლიოს აზრს S-400-თან დაკავშირებით", – განაცხადა ერდოღანმა თურქულ მედიასთან საუბრისას.


