
ზურაბიშვილი – საქართველოს ნატო–ში გაწევრიანებაზე: "ვაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა"
07/10/2019 10:03:39 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყანა ნატო–ში გაწევრიანებისთვის "აკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა". ამის შესახებ ზურაბიშვილმა გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტანმაიერთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
"რაც შეეხება ნატო-ს, ნატო-ში შესვლა არ არის ნიშნების დაგროვება. ეს გამოცდა არ არის, სადაც თუ დააგროვებ საჭირო ნიშნებს, მიგიღებენ ავტომატურად. აქ ავტომატიზმი არ არსებობს. ჩვენ ვიცით, რომ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა. სხვათა შორის აღიარებულია, რომ ეფექტურად ვასრულებთ იმ დავალებებს, რაც არის დავალებული, მაგრამ ჯერ არ არის მიღებული ის ერთობლივი კონსენსუსი, რომელიც არის ყველა ქვეყნის სუვერენული უფლება, რომ მიიღოს ეს გადაწყვეტილება. არის გარკვეული სიტუაცია ნატო-ში, ევროკავშირში, არის გარემოებები, რომელიც განაპირობებს იმას, რომ შეიძლება ფრთხილობენ დღეს ახალი გადაწყვეტილებების მიღებას. ერთ რამეს მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს არ ეხება რუსეთს. რუსეთი ყოველთვის იყო კატეგორიულად წინააღმდეგი ბალტიის ქვეყნების მიღების მიმართ, მაგრამ გადაწყვეტილება მაინც იქნა მიღებული", - განაცხადა პრეზიდენტმა.