Accentnews.ge
ისრაელ-საქართველოს მიმართულებით ახალი ავიარეისი დაინიშნა

ისრაელ-საქართველოს მიმართულებით ახალი ავიარეისი დაინიშნა

26/07/2022 07:05:52 ეკონომიკა

ისრაელ-საქართველოს მიმართულებით ახალი ავიარეისი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლაშა ჟვანია ავრცელებს.

„გასულ კვირას შევძელით ისრაელ-საქართველოს შორის ყოველკვირეული ფრენების სიხშირის 35-დან 42 ფრენამდე გაზრდა.

ახლა დაგვემატა სრულიად ახალი – რამონი (ეილათი)-ბათუმის მიმართულება, რომელსაც ზაფხულის სეზონზე, კომპანია „აირკია“ შეასრულებს.

მადლობა ჩვენი ეკონომიკის სამინისტროს, ავიაციის სააგენტოს და ტურიზმის ადმინისტრაციის ფანტასტიკურ გუნდს, ასევე ისრაელელ კოლეგებს – საოცრად ეფექტური თანამშრომლობისთვის.

ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის ზრდა ჩვენი ქვეყნის მიმართ დიდ ინტერესზე მიუთითებს, რაც პირველ რიგში, უსაფრთხო, კარგი, სასიამოვნო გარემოს არსებობიდან გამომდინარეობს.

წარმატებები საქართველოს და ისრაელის ავიაკომპანიებს“, – წერს ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S