Accentnews.ge
"გაზპრომმა" ევროპაში გაზის მიწოდების 20%-მდე შემცირება დააანონსა

"გაზპრომმა" ევროპაში გაზის მიწოდების 20%-მდე შემცირება დააანონსა

25/07/2022 19:20:10 მსოფლიო

"გაზპრომმა" ევროპაში გაზის მიწოდების 20%-მდე შემცირება დააანონსა. კერძოდ, კომპანიის განცხადებით, 27 ივლისიდან მუშაობას "Nord Stream-1"-ის გაზსადენის კიდევ ერთი ტურბინა შეწყვეტს.

"პორტოვაიას" კომპრესორის სადგურზე გაზის ტურბინის ძრავა მოითხოვს დაგეგმილ კაპიტალურ შეკეთებას და მოვლას", – აცხადებენ "გაზპრომში". ამ ცვლილების გათვალისწინებით 27 ივლისიდან "Nord Stream-1"-ის ყოველდღიური სიმძლავრე დღეში არაუმეტეს 33 მილიონი კუბური მეტრი გაზი იქნება.

"Nord Stream - 1" არის მაგისტრალური გაზსადენი, რომლის მეშვეობითაც რუსული გაზი გერმანიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში შედის. მისი დაგეგმილი მოცულობა დღეში 167 მილიონი კუბური მეტრია. ივნისიდან "გაზპრომმა" დაიწყო გაზის სატუმბი მოცულობის შემცირება და ეს ახსნა ტურბინების შეკეთების აუცილებლობით.

"გაზპრომის" ტურბინებს აწარმოებს გერმანული კომპანია "Siemens", რომლის ტექნიკური მომსახურება ხორციელდება კანადაში. უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ორივე ქვეყანა შეუერთდა. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მათი აზრით, ევროპაში რუსული გაზის მიწოდების შემცირების მიზეზი არა ტექნიკური, არამედ პოლიტიკურია და რუსეთი ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგ "გაზის ომში" დაადანაშაულეს. მოსკოვი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S