"ევროკავშირმა უკრაინას 1 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი გამოუყო"
25/07/2022 14:46:24 მსოფლიო
ევროკავშირმა უკრაინას 1 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი გამოუყო. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„ევროპის საინვესტიციო ბანკმა" ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერით დაამტკიცა უკრაინისთვის 1,59 მილიარდი ევროს ოდენობის დაფინანსების გამოყოფა, საიდანაც 1 მილიარდი დაუყოვნებლივ გაიცემა“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, თანხა მოხმარდება ქვეყანაში ინფრასტრუქტურის აღდგენას, ასევე – ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და განათლების სფეროში პროექტების მხარდაჭერას.


