Accentnews.ge
უკრაინის თავადაცვის მინისტრი: "გერმანული "გეპარდების" პირველი პარტია უკვე უკრაინაშია"

უკრაინის თავადაცვის მინისტრი: "გერმანული "გეპარდების" პირველი პარტია უკვე უკრაინაშია"

25/07/2022 11:21:31 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, გერმანიის მიერ გაგზავნილი "გეპარდის" ტიპის საზენიტო სისტემის პირველი პარტია უკვე უკრაინაშია.

"დღეს მივიღეთ სამი "გეპარდი". ეს არის საზენიტო სარაკეტო სისტემები, რომლისთვისაც უკვე გადმოგვეცა ათიათასობით ჭურვი... ჩვენ 15 "გეპარდს" ველით“, - განაცხადა რეზნიკოვმა.

გერმანია უკრაინას 15 "გეპარდის" გაგზავნას დაჰპირდა.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 9 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S