Accentnews.ge
უკრაინის თავდაცვის მინისტრი: "ბოლო პერიოდში ამერიკული HIMARS–ების დახმარებით რუსული საბრძოლო მასალების 50 საწყობი გავანადგურეთ"

უკრაინის თავდაცვის მინისტრი: "ბოლო პერიოდში ამერიკული HIMARS–ების დახმარებით რუსული საბრძოლო მასალების 50 საწყობი გავანადგურეთ"

25/07/2022 11:06:22 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, ბოლო პერიოდში უკრაინელმა სამხედროებმა აშშ-ის მიერ მიწოდებული HIMARS–ის ტიპის სარაკეტო სისტემების დახმარებით რუსული საბრძოლო მასალების 50 საწყობი გაანადგურეს.

„ეს წყვეტს მათი (რუსების) მომარაგების ქსელს და ართმევს მათ შესაძლებლობას, განახორციელონ აქტიური საომარი მოქმედებები და დაბომბონ ჩვენი შეიარაღებული ძალები მძიმე საარტილერიო ცეცხლით,“ - განაცხადა რეზნიკოვმა.

ბრიტანული მედიის ცნობით, დასავლური შეიარაღების, მათ შორის ამერიკული წარმოების HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების წყალობით, უკრაინული ძალები ბოლო კვირების განმავლობაში სამხრეთ ხერსონის რეგიონში უფრო და უფრო მეტ ტერიტორიებს იკავებენ, რაც ამყარებს ვარაუდებს, რომ უკრაინელები დიდი ხნის წინ დაპირებულ კონტრშეტევას უახლოვდებიან.

ცნობისთვის: 22 ივლისს თეთრმა სახლმა უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადა. ახალ პაკეტში შედის: ოთხი ერთეული HIMARS-ის სარაკეტო სისტემა და დამატებითი საბრძოლო მასალა HIMARS-ისთვის, 3000 ერთეული ჯავშანტექნიკა, სათადარიგო ნაწილები და სხვა აღჭურვილობა. ასევე 580-მდე "Phoenix Ghost" ტაქტიკური უპილოტო საჰაერო სისტემა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S