Accentnews.ge
პოლონური PT-91 ტიპის ტანკები უკვე უკრაინაშია

პოლონური PT-91 ტიპის ტანკები უკვე უკრაინაშია

25/07/2022 09:58:44 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსის ანდრეი იერმაკის განცხადებით, პოლონური PT-91 ტიპის ტანკები უკვე უკრაინაშია. თუმცა მას არ დაუზუსტებია ტანკების რაოდენობა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთი მის არსენალში მყოფი ყველა PT-91 ტიპის ტანკის უკრაინისთვის გადაცემას გეგმავს. ოფიციალური ინფორმაციით, პოლონეთის შეიარაღებულ ძალებს 232 ასეთი ტანკი ჰყავს.

უკრაინისთვის გადაცემული ტანკების ჩანაცვლებას კი ვარშავა ამერიკული და სამხრეთ კორეული ტანკებით გეგმავს.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 9 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S