Accentnews.ge
უკრაინა: "თავდაცვითი მოქმედებებიდან კონტრშეტევაზე გადავდივართ, ხერსონს სექტემბრისთვის დავიბრუნებთ"

უკრაინა: "თავდაცვითი მოქმედებებიდან კონტრშეტევაზე გადავდივართ, ხერსონს სექტემბრისთვის დავიბრუნებთ"

25/07/2022 08:36:18 მსოფლიო

უკრაინელი სამხედრო ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ხერსონს, რომელსაც ამჟამად რუსული ძალები აკონტროლებენ, დასავლური იარაღის წყალობით სექტემბრისთვის გაათავისუფლებენ.

ხერსონის ოლქის ადმინისტრაციული ხელმძღვანელის თანაშემწე სერგეი ხლანი აცხადებს, რომ ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის.

"ჩვენ თავდაცვითი მოქმედებებიდან კონტრშეტევაზე გადავდივართ. ხერსონის ოლქი აუცილებლად განთავისუფლდება სექტემბრისთვის და ოკუპანტების ყველა გეგმა ჩაიშლება“, – აცხადებს ხლანი.

დასავლური შეიარაღების, მათ შორის ამერიკული წარმოების HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების წყალობით, უკრაინული ძალები ბოლო კვირების განმავლობაში სამხრეთ ხერსონის რეგიონში უფრო და უფრო მეტ ტერიტორიებს იკავებენ, რაც ამყარებს ვარაუდებს, რომ უკრაინელები დიდი ხნის წინ დაპირებულ კონტრშეტევას უახლოვდებიან.

ცნობისთვის: 22 ივლისს თეთრმა სახლმა უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადა. ახალ პაკეტში შედის: ოთხი ერთეული HIMARS-ის სარაკეტო სისტემა და დამატებითი საბრძოლო მასალა HIMARS-ისთვის, 3000 ერთეული ჯავშანტექნიკა, სათადარიგო ნაწილები და სხვა აღჭურვილობა. ასევე 580-მდე "Phoenix Ghost" ტაქტიკური უპილოტო საჰაერო სისტემა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S