Accentnews.ge
ქუთაისის აეროპორტის რეაბილიტაციის პერიოდში Wizz Air თბილისიდან იფრენს

ქუთაისის აეროპორტის რეაბილიტაციის პერიოდში Wizz Air თბილისიდან იფრენს

25/07/2022 08:13:28 ეკონომიკა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენი ბილიკის რეაბილიტაციის პერიოდში, ორი კვირის განმავლობაში ავიაკომპანია Wizz Air ფრენებს თბილისიდან შეასრულებს. ამის შესახებ "TAV Georgia"-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ განაცხადა.

„იყო სახელმწიფოს თხოვნა, რომ თუ იქნებოდა შესაძლებლობა, ჩვენ მიგვეღო ყველა ის რეისი, რომელიც ქუთაისში დღეს სრულდება. გამოვთქვით მზადყოფნა და გიდასტურებთ, რომ ოქტომბერში, 14 დღის განმავლობაში ყველა რეისი, რომელიც ქუთაისის აეროპორტში უნდა შესრულებულიყო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შესრულდება“, - განაცხადა ზაქარაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში.

ქუთაისის აეროპორტში დაგეგმილი 2.5 კმ-იანი ასაფრენი ზოლის გეგმიური რეაბილიტაციის შესახებ 19 ივლისს გახდა ცნობილი.

აეროპორტი მუშაობას შეაჩერებს 10-დან 24 ოქტომბრამდე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S