Accentnews.ge
ბრიტანული დაზვერვა – რუსეთი დილემის წინაშეა, გააძლიეროს თავდასხმა აღმოსავლეთით თუ დასავლეთით

ბრიტანული დაზვერვა – რუსეთი დილემის წინაშეა, გააძლიეროს თავდასხმა აღმოსავლეთით თუ დასავლეთით

25/07/2022 07:20:22 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, დონბასისა და ხერსონის მიმართულებაზე ბრძოლა ხელშესახები შედეგების გარეშე მიმდინარეობს.

მისი ცნობით, რუსული სარდლობა დილემის წინაშეა - გააძლიეროს თავდასხმა აღმოსავლეთით, თუ დასავლეთით.

ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურში ამბობენ, რომ 18 ივლისს ბელგოროდის ოლქში, უკრაინიდან 10 კილომეტრში აღმოაჩინეს სამხედრო ტექნიკის სარემონტო საწარმო, სადაც 300 დაზიანებული მანქანა, მათ შორის ჯავშანმანქანები და ტანკები აღმოაჩინეს.

"საკადრო პრობლემების პარალელურად, დიდი ალბათობით, რუსეთი ათასობით დაზიანებული მანქანის შეკეთებასთან დაკავშირებულ პრობლემებსაც განიცდის", - აცხადებენ უწყებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S