პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: "ნატო–ს წევრ ევროპულ ქვეყნებს შორის ყველაზე ძლიერ სახმელეთო ჯარებს შევქმნით"
25/07/2022 06:09:08 მსოფლიო
პოლონეთის თავდაცვის მინისტრ მარიუშ ბლაშჩაკის განცხადებით, პოლონეთი ნატო–ს წევრ ევროპულ ქვეყნებს შორის ყველაზე ძლიერ სახმელეთო ჯარებს შექმნის. ამის შესახებ მან გაზეთ Sieci-თან ინტერვიუში განაცხადა.
"პოლონეთის არმია იმდენად მრავალრიცხოვანი და ძლიერი უნდა იყოს, რომ მისი არსებობა აგრესორს აშინებდეს. კრემლის მმართველები ძლიერებს არ ესხმიან თავს. როგორც არტილერიის, ისე ჯავშანტექნიკის თვალსაზრისით, ევროპაში პოლონეთზე უფრო ძლიერი ქვეყანა არავინ იქნება. ნატო–ს წევრ ევროპულ ქვეყნებს შორის ყველაზე ძლიერი სახმელეთო ჯარები გვეყოლება. ჩვენ ვართ ფრონტის ხაზზე, გვაქვს საზღვარი რუსეთთან და ფაქტობრივად, სამხედრო თვალსაზრისით – ბელარუსთან", – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს პოლონეთი აშშ–სგან მიიღებს "პატრიოტის" ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემას.
"ჩვენ ასევე გვაქვს ჩვენივე წარმოების Thunderbolts–ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა", – განაცხადა მინისტრმა.
როგორც მან აღნიშნა, გერმანიასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს ტანკების, ხოლო სამხრეთ კორეასთან საბრძოლო თვითმფრინავის შესყიდვასთან დაკავშირებით.


