
გამყრელიძე "მაიმუნის ყვავილთან" დაკავშირებით მოქალაქეებს მიმართავს
25/07/2022 06:03:54 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე "მაიმუნის ყვავილთან" დაკავშირებით მოქალაქეებს მიმართავს.
"თუ იწყება ცხელება, გამონაყრით მიმდინარე დაავადება და არის ძირითადად ევროპაში მოგზაურობის ისტორია, სასურველია მოქალაქემ მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას", – აცხადებს გამყრელიძე.
მისი თქმით, ქვეყანაში ამ დროისთვის "მაიმუნის ყვავილის" 1 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულია.
ცნობისთვის: 23 ივლისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ "მაიმუნის ყვავილის" გავრცელების გამო ჯანდაცვის სფეროში გლობალურ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.