უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი: "HIMARS-ის წყალობით რუსებმა იციან, რომ მათ დასასრული ელით"
25/07/2022 05:44:03 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვის განცხადებით, ამერიკული წარმოების HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები უკრაინას რუსი ოკუპანტების განადგურებაში ეხმარება
„თუ ჩვენ მივიღებთ შორ მანძილზე მოქმედ საბრძოლო იარაღს, ჩვენ მათ გამოვიყენებთ და რუსებმა იციან, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ამ იარაღით მათ დასასრული ელით“, - განაცხადა ბუდანოვმა.
22 ივლისს თეთრმა სახლმა უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადა. ახალ პაკეტში შედის: ოთხი ერთეული HIMARS-ის სარაკეტო სისტემა და დამატებითი საბრძოლო მასალა HIMARS-ისთვის, 3000 ერთეული ჯავშანტექნიკა, სათადარიგო ნაწილები და სხვა აღჭურვილობა. ასევე 580-მდე "Phoenix Ghost" ტაქტიკური უპილოტო საჰაერო სისტემა.


