იაპონიაში ვულკან საკურაჯიმას ამოფრქვევის გამო განგაშის უმაღლესი დონე გამოცხადდა (ვიდეო)
25/07/2022 04:47:35 მსოფლიო
იაპონიაში, კუნძულ კიუსიუზე ვულკან საკურაჯიმას ამოფრქვევის გამო განგაშის უმაღლესი, მე-5 დონე გამოცხადდა.
ამოფრქვევის შედეგად ფერფლის მასა კრატერიდან 2.5 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა ჰაერში.
მომხდარის გამო მოსახელობის ევაკუაცია განხორციელდა.
ზარალისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ ვრცელდება.
საკურაჯიმა იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში რამდენჯერმე ამოიფრქვა. ვულკანი კაგოშიმას პრეფექტურაში, იაპონიის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს.


