თეთრმა სახლმა უკრაინისთვის უსაფრთხოების დამატებითი სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადა
22/07/2022 19:05:04 მსოფლიო
თეთრმა სახლმა უკრაინისთვის უსაფრთხოების დამატებითი დახმარების შესახებ გამოაცხადა.
პენტაგონის პრესსპიკერ ჯონ კირბის განცხადებით, ახალი 270 მილიონი დოლარის პაკეტი მოიცავს საშუალო დისტანციის სარაკეტო სისტემებს და ტაქტიკურ დრონებს.
კირბის თქმით, უახლესი პაკეტით უკრაინასადმი აშშ-ის დახმარება 8,2 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
მედიის ცნობით, ახალ პაკეტში შედის: ოთხი ერთეული HIMARS-ის სარაკეტო სისტემა და დამატებითი საბრძოლო მასალა HIMARS-ისთვის, 3000 ერთეული ჯავშანტექნიკა, სათადარიგო ნაწილები და სხვა აღჭურვილობა. ასევე 580-მდე "Phoenix Ghost" ტაქტიკური უპილოტო საჰაერო სისტემა.


