Accentnews.ge
ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ნუკრი ქანთარია დანიშნეს

ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ნუკრი ქანთარია დანიშნეს

22/07/2022 17:46:21 საზოგადოება

ბათუმის დრამატულ თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს. 22 ივლისს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის დასს და თანამშრომლებს სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე ნუკრი ქანთარია წარუსგინა.

შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა.

მინისტრის ბრძანებით, ქანთარია საქმიანობას 1 აგვისტოდან შეუდგება.

ნუკრი ქანთარია „ქართული ოცნების" რიგებიდან ორჯერ იყო საქართველოს პარლამენტის წევრი.

სხვადასხვა წლებში ქანთარია მუშაობდა თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრის მთავარ რეჟისორად. ის იყო თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S