შავ ზღვაში ნატო-ს ფართომასშტაბიანი წვრთნები მიმდინარეობს
22/07/2022 11:36:51 მსოფლიო
შავ ზღვაში ნატო-ს ფართომასშტაბიანი წვრთნები სახელწოდებით „ზღვის ქარი 2022“ მიმდინარეობს.
სამხედრო სწავლებაში 11 ქვეყნის – ბულგარეთის, ალბანეთის, ბელგიის, საბერძნეთის, იტალიის, ლატვიის, პოლონეთის, რუმინეთის, აშშ-ის, თურქეთის, საფრანგეთის, ასევე ნატო-ს საზღვაო სარდლობის სამხედრო-საზღვაო ძალების 24 საბრძოლო და დამხმარე ხომალდი და კატარღა, ხუთი თვითმფრინავი, ოთხი ვერტმფრენი და 1 390 ჯარისკაცი მონაწილეობს.
წვრთნები 14 ივლისს დაიწო და 25 ივლისს დასრულდება.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ ეს ნატო-ს პირველი ფართომასშტაბიანი წვრთნებია შავ ზღვაში.


